Friday, March 15, 2013
კლუბი შექმნილია,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის'' ფარგლებში.პროგრამას ახორციელებს PH International,აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)ფინანსური მხარდაჭერით.სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია არის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლის რეგიონში.
პროექტზე მუშაობა
დმანისი #3 საჯ.სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მუშაობენ თემაზე,,ინფორმირება ნათელი მომავალია'',არსებული კლუბი განახორციელებს სხვადასხვა ქმედებებს მისი აქტიური მუშაობისათვის.ამ ყველაფრის უკეთ წარმოჩენისა და კლუბის გაფართოების მიზნით მოხდა არსებული ფართის დიდი ფართით ჩანაცვლება
კითხვარები
დავიწყეთ კითხვარების შედგენა ტრეფიკინგის შესახებ ;რა არის ტრეფიკინგი,რა საფრთხე შეიძლება მოგვიტანოს სიტყვა ტრეფიკინგის არ ცოდნამ ან როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი შემთხვევები.
ბუკლეტები
კედლის გაზეთი
თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს და გაიაზროს,თუ რისი უფლებები აქვს მას,ამ ყველაფრის უკეთ დასანახად შევადგინეთ კედლის გაზეთი ადამიანის უფლებების შესახებ.
ტრენინგები
სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების ინიციატივით საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები 11,12,13,18,19,20მარტს თემაზე ,,ტრეფიკინგი''და ,,ადამიანის უფლება მოვალეობები"
26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით #3 საჯ.სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები: ქეთი მურჯიკნელი,მარი ასლანიშვილი და პედაგოგი ლექსო დაუთაშვილი იმყოფებოდნენ სამოქალაქო ინტეგრაციისა და პედაგოგთა გადამზადების ახალგაზრდულ ბანაკში. მათ შეიძინეს უამრავი ახალი უნარჩვევი პროექტის წერის შესახებ,ასევე მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა თემატიკაზე.დაიწყეს პროექტზე მუშაობა,,ერთად აღმოვაჩინოთ დმანისი"
5 ივნისი
5ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს დმანისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია.
Monday, March 11, 2013
Monday, February 25, 2013
Saturday, February 23, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)