Friday, March 15, 2013


                ქ.დმანისის #3საჯარო სკოლა                                                                      

        სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მართვე"

               ჩვენი აქტიურობა ,ჩვენი მომავალია                                        

                                                                       

                                ბლოგის ადმინისტრატორი-ნინო ოქრიაშვილი #3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე.კლუბი ,,მართვეს'' წევრი                                                            
                                                                              

  კლუბი შექმნილია,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის'' ფარგლებში.პროგრამას ახორციელებს PH International,აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)ფინანსური მხარდაჭერით.სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია არის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლის რეგიონში.

კლუბის წევრები





ფართის მოძიება

                                                                          
ფართის მოძიება

პროექტზე მუშაობა


დმანისი #3 საჯ.სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები მუშაობენ თემაზე,,ინფორმირება ნათელი მომავალია'',არსებული კლუბი განახორციელებს  სხვადასხვა ქმედებებს მისი აქტიური მუშაობისათვის.ამ ყველაფრის უკეთ წარმოჩენისა და კლუბის გაფართოების მიზნით  მოხდა არსებული ფართის დიდი ფართით ჩანაცვლება

კითხვარები

დავიწყეთ კითხვარების შედგენა ტრეფიკინგის შესახებ ;რა არის ტრეფიკინგი,რა საფრთხე შეიძლება მოგვიტანოს სიტყვა ტრეფიკინგის არ ცოდნამ ან როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი შემთხვევები.

გამოკითხვა



ჩავატარეთ გამოკითხვა ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების შესახებ

ბუკლეტები








შევადგინეთ ბუკლეტები,რომლის დახმარებითაც მოსახლეობას წარმოდგენა შეექმნება ,თუ რა არის,, ტრეფიკინგი'' და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მისი არ ცოდნის შემთხვევაში

კედლის გაზეთი


თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს და გაიაზროს,თუ რისი უფლებები აქვს მას,ამ ყველაფრის უკეთ დასანახად შევადგინეთ კედლის გაზეთი ადამიანის უფლებების შესახებ.

ბუკლეტების დარიგება



ტრენინგები

სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების ინიციატივით  საბაზო და  საშუალო კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები 11,12,13,18,19,20მარტს თემაზე ,,ტრეფიკინგი''და ,,ადამიანის უფლება მოვალეობები"




                26 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით #3 საჯ.სკოლის სამოქალაქო  კლუბის წევრები: ქეთი მურჯიკნელი,მარი ასლანიშვილი და პედაგოგი ლექსო დაუთაშვილი იმყოფებოდნენ სამოქალაქო ინტეგრაციისა და პედაგოგთა გადამზადების ახალგაზრდულ ბანაკში. მათ შეიძინეს  უამრავი ახალი უნარჩვევი პროექტის წერის შესახებ,ასევე მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა თემატიკაზე.დაიწყეს პროექტზე მუშაობა,,ერთად აღმოვაჩინოთ დმანისი"






5 ივნისი

 5ივნისს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს დმანისის სამოქალაქო კლუბის წევრებმა  მოაწყვეს დასუფთავების აქცია.